LightWay Studio

Where lighting meets luxury

მოითხოვე კატალოგი

ვინ ვართ ჩვენ

More than a store

Lightway Studio — ონლაინ სივრცეა, სადაც პრემიუმ განათებას, ინტერიერის გამორჩეულ ნივთებსა და მსოფლიო დიზაინერების ცნობილი მოდელების ხარისხიან ანალოგებს გთავაზობთ.

რატომ Studio? იმიტომ, რომ მხოლოდ მზა ნივთების გაყიდვით არ შემოვიფარგლებით. გეხმარებით სასურველი მოდელის მოძიებაში, სხვადასხვა ვარიანტის შერჩევასა და თქვენზე მორგებული შეკვეთის შექმნაში.

ჩინეთის უზარმაზარ შოურუმებში ათასობით არჩევანია. ჩვენ გიმარტივებთ შერჩევის პროცესს, გიზოგავთ დროს და სრულად ვმართავთ შეკვეთას — პროდუქტის მოძიებიდან და შეკვეთიდან საქართველოში ჩამოტანამდე.

როგორ ვმუშაობთ

მარტივი გზა იდეიდან თქვენს ინტერიერამდე

ჩვენ ვმართავთ შერჩევის, კომუნიკაციისა და მიწოდების პროცესს — მარტივად და გამართულად.

01

აირჩიეთ

დაათვალიერეთ კატალოგები ან გამოგვიგზავნეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფოტო.

02

მიიღეთ შეთავაზება

ჩვენ ვაზუსტებთ მოდელს, ზომას, მასალას, ფასსა და დამზადების ვადას.

03

შეუკვეთეთ

ვმართავთ მომწოდებელთან კომუნიკაციას, შეკვეთის გაფორმებასა და ყველა საჭირო დეტალს.

04

მიიღეთ შეკვეთა

ვაორგანიზებთ ტრანსპორტირებას და თქვენი შეკვეთის საქართველოში ჩამოტანას.

ჩამოტანის ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არჩეული პროდუქტისა და შეკვეთის სპეციფიკის მიხედვით. საშუალოდ, სრული პროცესი 1–3 თვეს მოიცავს.

დიზაინერებისთვის

Lightway Studio თანამშრომლობს ინტერიერის დიზაინერებთან და არქიტექტორებთან ინდივიდუალურ და კომერციულ პროექტებზე.

პარტნიორებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები და შეთავაზებები, პროექტის მოცულობისა და შერჩეული პროდუქციის მიხედვით.

ჩვენ დაგეხმარებით შესაბამისი მოდელების მოძიებაში, დეტალების დაზუსტებასა და შეკვეთის სრულ მართვაში — ჩინეთიდან საქართველოში ჩამოტანამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

კატალოგები

შეარჩიეთ თქვენი სივრცისთვის

კოლექციები მუდმივად განახლებადია. კონკრეტული მოდელის ფასისა და ვადის მისაღებად გამოგვიგზავნეთ მისი კოდი ან ფოტო.

კონტაქტი

შევარჩიოთ გამორჩეული დეტალები თქვენი სივრცისთვის

მოგვწერეთ სასურველი მოდელის კოდი ან გამოგვიგზავნეთ ფოტო. დაგიზუსტებთ შესაძლო ვარიანტს, ფასსა და მიწოდების ვადას.